ახალი ამბები

NDI-ის კვლევა: თბილისში დავით ნარმანია ლიდერობს

8 მაისი, 2014 • • 993
NDI-ის კვლევა: თბილისში დავით ნარმანია ლიდერობს

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 9% ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს, ხოლო 2% -“ლეიბორისტული  პარტიის” კანდიდატს. კვლევის ავტორებმა განმარტეს, რომ კვლევის ჩატარებისას ლეიბორისტებისა და ბურჯანაძის კოალიციის კანიდადტები ჯერ დასახელებული არ იყვნენ და შესაძლოა ამან მონაცემებზე მცირე გავლენა მოახდინოს. 

 

გამკითხულთა დიდ ნაწილს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმის მიმართ, თუ ვის დაუჭრს მხარს. ასეთია გამოკითხულთა 37%. 

 

კითხვაზე, რომელია თქვენთვის ყველა ახლოს მდგომი პარტია, 42%-მა უპასუხა, რომ ქართული ოცნება, 12 %-მა მხარი დაუჭირა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 25%-მა განაცხადა, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. ნინო ბურჯანაძის კოალიციას 4% უჭერს მხარს. 

 

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართა. 

 

გამოკითხულთა 72%-ს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ დადებითი მოლოდინები აქვს, ხოლო 12 % ამ აზრს არ იზიარებს.

 

კითხვაზე, ხვალ რომ ტარდებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი გასცა 60%-მა გასცა, ხოლო 40 %-მა  უარით უპასუხა. 

 

NDI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2014 წლის 26 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. კვლევა ჩაატრა CRRC საქართველომ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 4 ათასამდე ქართულენოვანი მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით. კვლევაში გამოიკითხა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 2.1%

მასალების გადაბეჭდვის წესი