ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღეს

8 მაისი, 2014 • • 1981
ცხინვალში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღეს

“მთავარი შენიშვნა, რომელიც საკომიტეტო განხილვების დროს არასამთავრობოებმა გამოთქვეს, შეეხებოდა ტერმინს “უცხოელი აგენტი.” ჩვენ კარგა ხანია ვცდილობდით ეს ფორმულირება შეგვეცვალა. მაგალითად, შემოთავაზებული იყო ვარიანტი “უცხოელი პარტნორი,” თუმცა ერთიან აზრამდე მაინც ვერ მივედით. საბოლოო ჯამში, კომიტეტმა კანონი არსებული სახით მიიღო, “- განაცხადა დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა.


იუსტიციის სამინისტროს პირველი პირის, მურატ ვანეევის თქმით, ამ კანონით მთავრობას უნდა, რომ სახელმწიფო დაიცვას არაკეთილსინდისიერი ფინანსური წყაროების ჩარევისგან, რამდენადაც, მისი თქმით, არასამთავრობოების მხრიდან საზოგადოებაში არაჯანსაღი ტენდენციების შემოღწევის საშიშროება არსებობს. 

მსგავსი კანონი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობას ეხება, არსებობს რუსეთის ფედერაციაში. აღნიშნული კანონით, ის არასამთავრობოები, რომლებიც პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევიან, კანონის თანახმად უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც “უცხოელი აგენტები”. რუსეთში ასეთი სტატუსის მატარებელი ორგანიზაცია მხოლოდ ერთია.

 

“ასეთი ორგანიზაციებისთვის შედგება ცალკეული რეესტრი. ასევე, სხვა არასამთავრობოებისგან განსხვავებით, მათთვის განსაზღვრულია განსხვავებული ანგარიშვალდებულებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო ხშირად გვაწვდის ანგარიშებს, ვიდრე სხვა ორგანიზაცია. იუსტიციის სამინისტროს შეუძლია ჩაატაროს “უცხოელი აგენტების” საქმიანობის დაუგეგმავი შემოწმება. გარდა ამისა, ისინი [არასამთავრობო ორგანიზაციები] ვალდებულნი არიან საქმიანობა სამხრეთ ოსეთის საბანკო სტრუქტურების მეშვეობით განახორციელონ,” – ამბობს მურატ ვანეევი.


ფოტო: gazeta.ru
ფოტო: gazeta.ru

აღნიშნული კანონის წინააღმდეგ ცხინვალში არასამსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოვიდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი