ნეტგაზეთი | აზერბაიჯანი ალტერენატიულ ენერგიაზე გადასვლას აპირებს აზერბაიჯანი ალტერენატიულ ენერგიაზე გადასვლას აპირებს – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანი ალტერენატიულ ენერგიაზე გადასვლას აპირებს

აზერბაიჯანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების სახელმწიფო განვითარების სტრატეგია შეიმუშავეს. ამის შესახებ დღეს, 7 მაისს აზერბაიჯანის განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის სახელმწიფო საანგეტოს თავმჯდომარემ, აკიმ ბადალოვმა განაცხადა. 

სტრატეგიის დოკუმენტში ასახულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანიშნულება, ელექტროსადგურების სიმძლავრე, შეღავათები, მასტიმულირებელი ღონისძიებები, სატარიფო პოლიტიკა, კადრების მომზადება, ტექნოლოგიების განვითარება.

 

აღნიშნულ დოკუმენტს შესაბამის ინსტანციაში უახლოეს დღეებში შეიტანენ.  

 
ოფიციალური ინფორმაციით, სტრატეგია 2020-2040 წლებს მოიცავს. ის საშუალებას მისცემს ქვეყნის ენერგომომარაგების ალტერნატიული წყაროების მნიშვნელობის გაზრდას, პერსპექტივაში კი ქვეყანა მთლიანად ალტერნატიულ ელექტროენერგიაზე გადავა. 


ბაქო
ბაქო

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი