ახალი ამბები

ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა [Photo]

7 მაისი, 2014 • • 1545
ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა [Photo]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ეკლესია დღეს, 7 მაისს ჩამოინგრა და ნანგრევებში ოთხი ადამიანი მოყვა.

 

ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილის ანზორ ფერცელაძის ინფორმაციით, ეს ადამიანები ტაძრის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები არიან.

 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ამოიყვანეს დაშავებულები ნანგრევებიდან. როგორც ეკლესიასთან თავმოყრილი ახალსოფლელები ამბობენ, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაზე არც ერთი კომპანია არ მუშაობდა. ტაძარს სოფელში მრევლთან ერთად მამა მარკოზი აშენებდა.

 

“ბათუმელებს” შს სამინისტროს პრესსამსხაურის თანამშრომელმა სალომე წერეთელმა უთხრა, რომ ეკლესიის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს.

ახალსოფელში ეკლესია ჩამოინგრა

მასალების გადაბეჭდვის წესი