ახალი ამბები

თბილისში, ელიავას ბაზრობასთან მანქანა მტკვარში გადავარდა – [ვიდეო]

29 ოქტომბერი, 2018 • 1634
თბილისში, ელიავას ბაზრობასთან მანქანა მტკვარში გადავარდა – [ვიდეო]

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მტკვარში გადავარდა.

ნეტგაზეთს თვითმხილველმა ვიდეო მიაწოდა, სადაც ჩანს, რომ წყალმა მანქანა სრულიად დაფარა, ხოლო ავტომობილში მყოფს ამოსვლაში ეხმარებიან ხიდზე მდგომი ადამიანები. ნეტგაზეთმა მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ ადგილზე  ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

უწყების ინფორმაციით, მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს და კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი