“საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით წინსვლისთვის მზად არიან, ერთობლივად გაზიარებულ ფუნდამენტალურ ღირებულებებზე დაყრდნობით. ასოცირების შეთანხმებები ამ მოძრაობას შესაძლებელს გახდის და ევროპის ბაზართან ძლიერი კავშირების პერსპექტივასაც გახსნის. ჩვენი დამხარება კი ამ პროცესის აკომპანირებას მომავალშიც გააგრძელებს”, – განაცხადა შტეფან ფულემ, ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხში.

ევროკავშირის პრესრელიზის მიხედვით, საქართველოსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო ფოკუსირებულია იმ საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში იქნებიან ჩართული, ასევე, ბიზნესსა და სავაჭრო სფეროში კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და უმცირესობების, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე.







