ახალი ამბები

ადამიანების თვალთვალისა და ფარული მიყურადების სტატისტიკა სასამართლოდან

7 მაისი, 2014 • • 1030
ადამიანების თვალთვალისა და ფარული მიყურადების სტატისტიკა სასამართლოდან

უზენაესი სასამართლოს წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ცალკე არ აღწერენ ადამიანებისთვის ფარულად მიყურადება რომელმა საგამოძიებო უწყებებმა მოითხოვეს და რამდენჯერ, შესაბამისად, ფარული მიყურადების სტატისტიკა ცალკე “ბათუმელებს” უზენაესმა სასამართლომ არ მიაწოდა.

 

გარდა სასამართლოსი, “ბათუმელებმა” ფარული მიყურადების სტატისტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა შს სამინისტროდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ასევე პროკურატურიდან ანუ ყველა იმ უწყებიდან, რომელსაც კანონის საფუძველზე აქვს მოქალაქის თვალთვალის უფლება. არც ერთმა ამ უწყებამ არ მიიჩნია საჭიროდ, მოეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია, ანუ კანონი დაარღვია.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ტერმინს – “ოპერატიული სამძებრო მოქმედებები”, კანონში განმარტებულია შემდეგი: ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის გამოკითხვას, ცნობების შეგროვებასა და ვიზუალურ კონტროლს; დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურას; მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას; ინფორმაციის მოხსნასა და ფიქსაციას… კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილების (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი; მოსამართლის ბრძანებით ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება.

 

ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს; დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა; დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა; ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას…

მასალების გადაბეჭდვის წესი