ახალი ამბები

“ჩემი კატა პრეზიდენტად!” – არჩევნების ბათილი და სახალისო ბიულეტენები

29 ოქტომბერი, 2018 • 4293
“ჩემი კატა პრეზიდენტად!” – არჩევნების ბათილი და სახალისო ბიულეტენები

საპრეზიდენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა ძირითადმა ნაწილმა საარჩევნო ბიულეტენში მისთვის სასურველი კანდიდატი შემოხაზა.

ამავე დროს, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უბნებზე გამოცხადდნენ, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ხმა არავისთვის მიეცათ და ბიულეტენები გაებათილებინათ. მათმა ნაწილმა სიას ახალი კანდიდატები შეჰმატა, ნაწილმა კი მოკლე და გასაგები მინაწერებით გამოხატა გულისწყრომა წარმოდგენილი პოლიტიკოსებისადმი.

ბათილი და ამავე დროს სახალისო ბიულეტენების ფოტოებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”  აქვეყნებს.

ამომრჩეველმა სიას ახალი კანდიდატი დაამატა, მამის სახით.

ამომრჩეველმა სიას ახალი კანდიდატი დაამატა, მამის სახით.

ამ შემთხვევაში, მოქალაქეს პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კატა სურს, ყველა სხვას კი ბოიკოტს უცხადებს.

ამ შემთხვევაში, მოქალაქეს პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კატა სურს, ყველა სხვას კი ბოიკოტს უცხადებს.

გაბრაზებული ამომრჩევლის ბიულეტენი

გაბრაზებული ამომრჩევლის ბიულეტენი

კიდევ ერთი გაბრაზებული ამომრჩეველი

კიდევ ერთი გაბრაზებული ამომრჩეველი

ერთ-ერთი მოქალაქე 16 საუკუნით უკან დაბრუნდა და არჩევანი ვახტანგ მეფეზე შეაჩერა.

ერთ-ერთი მოქალაქე 16 საუკუნით უკან დაბრუნდა და არჩევანი ვახტანგ მეფეზე შეაჩერა.

"არ ხართ ღირსი ხმის მიცემის. ყველა თქვენი ჯიბისთვის მოდიხართ!" - ვკითხულობთ ბიულეტენზე.

“არ ხართ ღირსი ხმის მიცემის. ყველა თქვენი ჯიბისთვის მოდიხართ!” – ვკითხულობთ ბიულეტენზე.

ისევ საუკუნეებით უკან, ამჯერად, დავით აღმაშენებლის ეპოქაში.

ისევ საუკუნეებით უკან, ამჯერად, დავით აღმაშენებლის ეპოქაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი