ახალი ამბები

ანონსი – 7 მაისი

7 მაისი, 2014 • • 1975
ანონსი – 7 მაისი

11:00 საათზე ევროპის სახლში (მისამართი: შალვა დადიანის 2, მეორე სართული) ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა სახალხო დამცველთან, რომლის დროსაც მოხდება საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის თავის „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“ პრეზენტაცია.

 

11:00 საათზე “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დაღესტნიდან ჩამოსული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიქაელ კადიევის სასმართლო პროცესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ და ხელისუფლებას მიმართავენ.

 

11:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) სამოქმედო გეგმა ციფრული საქართველოსთვის“ სემინარი გაიმართება. სემინარი ევროკავშირის დაძმობილების (twinning) პროექტის „ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება და საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. მისამართი: თელავის ქ. 20, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი.

 

11:30 საათზე”პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, “რუსთავი 2”-ის ოფისში განხორციელებული მოსმენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

 

12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: უზნაძის 52 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

 

12:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, პრესკონფერენციას დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე გამართავს. თემა: ბოლო პერიოდის მოსმენები და „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

 

12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ბურჯანაძე-თავისუფალი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “რუსთავი 2”-ის ოფისში განხორციელებული მოსმენები, წინასაარჩევნო გარემო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.

 

12:00 სთ-ზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება და კომისიაში მიმდინარე აქტივობების შესახებ გააცნობს ინფორმაციას. შეხვედრა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ხორციელდება. მის: ცენტრალური საარჩევნო კომისია / აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

 

12 საათაზე, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალას’’-ში გაიმართება ,,საქართველოს სოფლის პარლამენტი’’-ს სადამფუძნებლო ყრილობა.

 

12 საათზე თიბისი ბანკის მარჯანიშვილის ფილიალში გაიმართება ნანა ჯანელიძის და მამუკა ხაზარაძის ერთობლივი პრესკონფერენცია. დასახელდება კინოცენტრის კონკურსების გამარჯვებული ფილმები.

 

12:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “რუსთავი 2”-ის ოფისში განხორციელებული უკანონო მოსმენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:00 საათზე, „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“ (თბილისი, რუსთაველის გამზ.27), საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”განათლება ყველასათვის – საქართველო” , ასოციაცია „ანიკასთან“ პარტნიორობით, გამართავს ფოტო-გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარების, 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პორტრეტები. 

 

13:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, იუსტიციის სახლი.

 

15 საათზე სასტუმრო Hotel City-ში (თბილისი, გია აბესაძის ქ. 7 (მთაწმინდა). გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპული კონკურსის ეროვნული ტური „მე – ახალგაზრდა მეცნიერი“, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები ჟიურის წარუდგენენ და დაიცავენ თავიანთ სამეცნიერო პროექტებს.

 

16:00 „ჯორჯიან თაიმსის“ პრესკლუბი სტუმარია შალვა ოგბაიძე. თემა – 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი მოვლენების 5 წლისთავი. მისამართი – ქიქოძის 12.

 

16:00 საათზე, ფრანტლაინის კლუბში 13 არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის – “არა ფობიას!” – პრეზენტაციას გამართავს. პლატფორმის შექმნის მიზანია, სამოქალაქო სექტორის გაერთიანება ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის იდეის ქვეშ. მისამართი: ლ. ასათიანის #62

 

16 საათზე, მწერლის სახლში პოეტ ლევან ფანჩვიძის წიგნის ” წვიმის სონატა” პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი მაჩაბლის 13.


მასალების გადაბეჭდვის წესი