ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის მონაწილე ქვეყნების შეხვედრა ერევანში

6 მაისი, 2014 • • 1595
ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის მონაწილე ქვეყნების შეხვედრა ერევანში

“ქიმიური იარაღის შესახებ კონვენცია მიზნად ისახავს მისი ერთ-ერთი სახეობის განადგურებას. არა უბრალოდ მისი აკრძალვას და წარმოებას, არამედ არსებული მარაგების ლიკვიდაციას. თუ რამდენიმე წლის წინ მიიჩნეოდა, რომ ამ ტიპის იარაღის ყველა შესაძლო მარაგია ცნობილი, დღეს აღმოჩნდა, რომ ასე არ არის – ქიმიური იარაღი აღმოჩენილი იყო სირიაში,”- ამბობს სომხური მხარის წარმომადგენელი, სამველ მკირტიჩიანი და აცხადებს, რომ ორგანიზაციამ ჰუმანიტარული საქმიანობისთვის წინა წელს ნობელიის პრემია მიიღო. 

 

შეხვედრის მონაწილეთა განმარტებით, წინა წლებთან შედარებით, ქიმიური იარღის გამოყენების საკითხში ორგანიზაციის როლი მსოფლიოში გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო სირიაში ქიმიური იარაღის აღმოჩენისა და მისი განადგურების საკითხით.

 

შეხვედრის დროს მონაწილეები ქიმიური იარაღის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს, მათი გადაჭრის ერთობლივ გზებსა და რეგიონული თანამშრომლობის დარეგულირების მექანიზმებს განიხილავენ.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი