ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე EU-ის პოზიციას ზეწოლად აფასებს

6 მაისი, 2014 • • 1281
აზერბაიჯანი დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე EU-ის პოზიციას ზეწოლად აფასებს

“მათი განცხადებები პოლიტიკური ხასიათისაა და რაუფ მარკადიროვის სისხლის სამართლის საქმის ნამდვილი არსიდან გადახვევის მცდელობა,”- განაცხადა საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსმა, ელმან აბდულაევმა დღეს, 6 მაისს. 

 

მისივე თქმით, გენპროკურატურის მიერ დაწყებული საქმე არ უკავშირდება მარკადიროვის ჟურნალისტურ ან საზოგადოებრივ საქმიანობას. 

 

“რაიმე მოსაზრების გამოთქმა და პოლიტიკურად მოტივირებული განცხადების გაკეთება იმ დროს, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, არის ჩარევა და მასზე ზეწოლა. ეს კატეგორიულად მიუღებელია კანონის უზენაესობის თვალსაზრისით,”- განაცხადა მან. 

 

ევროკავშირის წარმომადგენლებმა სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, რაუფ მარკადიროვის საკითხისა და უფლებადამცველის, ლეილა იუნუსის დაკითხვის გამო განცხადება გააკეთეს და აზერბაიჯანს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ვალდებულებების შესრულება მოუწოდეს.

 

რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ანკარაში მუშაობდა, 19 აპრილს თურქეთიდან ბაქოში იქნა დეპორტირებული, სადაც დააკავეს და სომხეთის საიდუმლო სამსახურის ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი. მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი