ახალი ამბები

კალაძე: ბევრი უცხოელი ინვესტორია საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით დაინტერესებული

6 მაისი, 2014 • • 1072
კალაძე: ბევრი უცხოელი ინვესტორია საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით დაინტერესებული

როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს,  საუბარი იყო მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ყარსი-ახალქალაქის პროექტი და შაჰდენიზის მეორე ფაზა. ასევე, იყო საუბარი სამომავლო პროექტებზე:

 

“მოგეხსენებათ, საქართველოს მიმართულებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგში, დიდია ინტერესი და ბევრი უცხოელი ინვესტორი არის ამ მიმართულებით დაინტერესებული. ძალიან ბევრი თურქი ინვესტორია ქვეყანაში, იყო საუბარი სამომავლო თანამშროლობაზე, ურთიერთობების გაღრმავებაზე, რადგან საქართველო ძალიან დიდ როლს თამაშობს რეგიონში თავისი ადგილმდებარეობით”, – განაცხადა კალაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, კახა კალაძე - თბილისის სამიტი 2014, 06/05/2014
გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, კახა კალაძე – თბილისის სამიტი 2014, 06/05/2014

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ზედამხედველმა ორგანომ, წარადგინა პროექტის მიმდინარეობის და განხორციელების შესახებ ანგარიში. ანალოგიური პრეზენტაციები გამართეს თურქეთისა და აზერბაიჯანის შესაბამისმა სამინისტროებმაც.

 

“ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ სამ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული თანამშრომლობა. აზერბაიჯანი და თურქეთი გახლავთ ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი, ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ განავითაროს სამივე ქვეყანამ ამ მიმართულებით თანამშრომლობა”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი