სამიტი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა:
“ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან ინტენსიური შეხვედრები და თანამშრომლობა. ჩვენი თანამშრომლობა არის მრავალწლიანი და შთამბეჭდავი თავისი შედეგებით როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე – რეგიონისთვის,” – განაცხადა მარგველაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილხამ ალიევის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება:
“ეს არის საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ენერგოუსაფრთხოება, სატრანსპორტო საკითხები და მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმები,” – განაცხადა ალიევმა.
თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა არის საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის მაგალითი:
“ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის და თბილისი-ყარსის პროექტებს. მე ვაცნობიერებ რა მნიშვნელობას ამ შეხვედრის, მინდა განვაცხადო, რომ კავკასიის მაღალი მთები არ არის კედელი, რომელიც ჩვენ გვაშორებს, არამედ ეს არის ურთიერთობის გზა, რომელიც აახლოებს ჩვენი ქვეყნის ხალხს, მათ მეგობრულ ურთიერთობას და მე დარწმუნებული ვარ, მსგავსი სამიტები მომავალშიც გაიმართება.”
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.





