ახალი ამბები

ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

5 მაისი, 2014 • • 1054
ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას პროცესზე პროკურორი ითხოვდა:

 

“შესაძლოა მან თავისუფლებაში ყოფნის დროს ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას”, – განაცხადა პროცესზე პროკურორმა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

 

ნოშრევან ნამორაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ედება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი