ახალი ამბები

პროკურატურა ნოშრევან ნამორაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

5 მაისი, 2014 • • 1292
პროკურატურა ნოშრევან ნამორაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

“შესაძლოა მან თავისუფლებაში ყოფნის დროს ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, კერძოდ კი, ვინაიდან გამოძიების მიერ დასადგენია იმ პირთა ვინაობა, ვინც მასთან ერთად ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, რასაც ბრალდებული უარყოფს. ამდენად, მან შესაძლოა მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა, რის გამოც მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა”, – განაცხადა პროკურორმა სასამართლო პროცესზე.


საქმეს მოსამართლე გიორგი არვაძე იხილავს. ნოშრევან ნამორაძეს ბრალი ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის ედება.


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი