ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ტიგრან არზაკანციანი სოხმეთში 2014 წელს ოქროს ქარხნის მშენელობას გეგმავს. ამის შესახებ სომხური საინფორმაციო სააგენტო news.am წერს.
ახალი ოქროს ქარხანა საბჭოთა პერიოდში აშენებული არარატის მოქმედი ქარხნის შემდეგ რიგით მეორე იქნება სომხეთში.
ბიზნესმენის თქმით, ქარხანა ჰიდრომეტალურგიული მეთოდით იმუშავებს.
“აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა 1.5$ აშშ დოლარის ინვესტიციას მოითხოვს. ამ წელს ჩვენ აუცილებლად ჩავაბარებთ ქარხანას, მომავალ წელს კი, ექსპორტზე გასვლაც გვინდა,”- აცხადებს ბიზნესმენი.