ახალი ამბები

ქართველ მომღერალთა ნაწილი უარყოფს მოსკოვში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას

28 ოქტომბერი, 2018 • 1357
ქართველ მომღერალთა ნაწილი უარყოფს მოსკოვში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას

ქართველ მომღერალთა ნაწილი არ ადასტურებს მოსკოვის საკონცერტო დარბაზ “ვეგას სითი ჰოლის” მიერ გავრცელებულ ცნობას, თითქოს ისინი რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილ კონცერტზე იმღერებენ.

მანამდე, “ვეგას სითი ჰოლის” ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსდა აფიშა, რომელზეც წერია, რომ 13 ნოემბერს ქართველი მომღერლების მონაწილეობით რუსეთს დედაქალაქში კონცერტი იგეგმება. აფიშას დართული აქვს ანონსის ტექსტი და კონცერტის ხანგრძლივობა, ღონისძიების ბილეთები კი უკვე იყიდება.

აფიშაზე ჩამოთვლილ მომღერალთა შორის არიან ანრი ჯოხაძე, სოფო ხალვაში, ნინო ჩხეიძე და ლაშა ღლონტი, რომელთაც სოციალურ ქსელში აღნიშნული ცნობა უკვე უარყვეს და რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილ რაიმე კონცერტში თავიანთი მონაწილეობა გამორიცხეს.

“ნეტგაზეთმა” საკონცერტო დარბაზის ოფიციალურ გვერდს უკვე მიმართა კითხვით, როგორ აღმოჩნდნენ აფიშაზე შემსრულებლები, რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეობას არ აპირებენ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

"ქართული მუსიკის საღამპოს" აფიშა

“ქართული მუსიკის საღამპოს” აფიშა

მასალების გადაბეჭდვის წესი