ახალი ამბები

წულუკიანი: უნდა დასრულდეს სპეკულაციები, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს

5 მაისი, 2014 • • 1693
წულუკიანი: უნდა დასრულდეს სპეკულაციები, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს

“მე არ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ფარულად მართავს ამ ხელისუფლებას. როგორც კი ის გადადგა, იმ დღიდან მოყოლებული მე მასთან არამცთუ შეხვედრა არ მქონია და რაიმე ტიპის ინსტრუქცია არ მიმიღია, არამედ სატელფონო კონტაქტიც კი არ მქონია. ეს იმას მოწმობს, რომ იუსტიციის სამინისტრო, სხვა სამინისტროები და პრემიერი საქმიანობის დამოუკიდებელ პროცესში არიან ჩართული. სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ სადღაც, ჩრდილოვან პირობებში ყოფილი პრემიერი მართავს ქვეყანას, უნდა დასრულდეს”, –  განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი
თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პირად. გამოკითხულთა 31% ეთანხმება, ხოლო 31% სრულიად ეთანხმება მოსაზრეობას, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი კვლავაც რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებად. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება 10%, ხოლო სრულიად არ ეთანხმება 8%. გამოკითხულთა 17%–მა კი მიუთითა პასუხი – არ ვიცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი