ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკში თეთრმა ვეფხვმა 4 ბოკვერი გააჩინა

5 მაისი, 2014 • • 2436
თბილისის ზოოპარკში თეთრმა ვეფხვმა 4 ბოკვერი გააჩინა

“ჩვენი თეთრი ვეფხვი, კამერონი 4 ბოკვრის დედა გახდა! ოთხივე პატარა ჯანმრთელია. ამჟამად დედაც და შვილებიც კარგად გრძნობენ თავს. კამერონი დიდ დროს უთმობს ბოკვრების მოვლას – აჭმევს, ასუფთავებს, ლოკავს და იცავს. სამშობიარო პალატასთან მამა მორიგეობს. მაქსიმუსი ცოტა დაბნეულია, ვერ გაუგია, რითია მისი მეორე ნახევარი მთელი დღე ასე დაკავებული, მისთვის რომ ვეღარ იცლის… 

თეთრი ვეფხვი ბენგალიური ვეფხვის ქვესახეობაა. შეფერილობის გამო მასზე მუდმივად ნადირობდნენ და ის ბუნებაში ფაქტიურად აღარ არსებობს. თეთრი ვეფხვი ალბინოსი არ არის (როგორც ხშირად ჰგონიათ-ხოლმე), უბრალოდ, გარკვეული სახის პიგმენტი დამახასიათებელ ფერს აძლევს მის ბეწვს. დღევანდელ დღეს თეთრი ვეფხვები ძალიან იშვიათად ჰყავთ ზოოლოგიურ პარკებს და ითვლება, რომ ისინი ზოოპარკების ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა”, – ნათქვამია ზოოპარკის Facebook გვერდზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი