თუკი წინა კვლევისას ინტერნეტს პირველად ან მეორად წყაროდ 20% ასახელებდა, ახლა ეს რიცხვი 24%–მდე გაიზარდა. კვლევის თანახმად, ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ გამოკითხულთა უმეტესობა (85%) კვლავ ტელევიზიას ასახელებს.
ინტერნეტის და ტელევიზიის შემდეგ მიმდინარე და პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ძირითადად ოჯახის წევრებისგან (17%), მეზობლებისგან და მეგობრებისგან (17%), ჟურნალ–გაზეთებიდან (16%), თანამშრომლებისგან (4%) და რადიოდან(2%) იღებენ.
ინტერნეტში ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ კვლავ სოციალური ქსელი Facebook–ი რჩება, მეორე ადგილზე youtube–ია, მესამე ადგილს კი საინფორმაციო სააგენტოები იკავებენ.

