ახალი ამბები

რუსთაველი მძღოლები მორიგ აქციას მართავენ

4 მაისი, 2014 • • 1036
რუსთაველი მძღოლები მორიგ აქციას მართავენ

მძღოლების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ რუსთავში, ქუთაისის მოედანზე 12 საათისთვის 150 ადამიანია შეკრებილი. რიჟამაძე ამბობს, რომ აქციას მონაწილები კიდევ უერთდებიან. 

 

ადვოკატის თქმით, პროტეტსის მიუხედავად რუსთავის მერია არ ითვალისიწნებს მათ მოთხოვნებს, ამიტომ აქციის მონაწილეები მერიასთან მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავენ.

 

“დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან ჩვენ მოლაპარაკებბს ვეღარ ვაწარმოებთ. კრიმინალები არიან. მაფიოზური კლანია, რომლებიც მიდიან ყველაფერზე. ამიტომ ვართ გაჩერებულები მათთან მოლაპარაკბის მიმართულებით. ვითხოვთ მათ გასვლას რუსთავის ტერიტორიიდან”,- ამბობს რიჟამაძე. 

 

მისი თქმით, აქციის მონაწილეები მიიღებენ ყველანაირ სამართლებრივ და პოლიტიკურ ზომას, რათა გამარჯვებულმა კომპანიამ რუსთავის ტერიტორია დატოვოს. 

 

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლები 14 თებერვალს გამოცხადებული ტენდერის გაუქმებას ითხოვენ, რომელშიც კომანიამ “ინტერ ტრანსი” გაიმარჯვა. მძღოლები ამბობენ, რომ ტენდერის გამოცხადებამდე რუსთავის მერიამ მათ ავტოპარკის გაუმჯობესება მოსთხოვა, რის გამოც ბანკის ვალები აიღეს, მაგრამ ტენდერის მიხედვით, ბაზარზე ახალი კომპანია შედის და მათ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ.

 

ისინი პერმანენტულ აქციებს თებერვლიდან მართავენ. მათ აქციაზე, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისის წინ მიმდინარეობდა, ერთ-ერთმა მძღოლმა თავის დაწვა სცადა, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს

 

რევაზ რიჟამაძე მიიჩნევს, რომ კომპანია “ინტერ ტრანსი” ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის მფარველობით შეიქმნა. რიჟამაძე ამის დასტურად საჯარო რეესტრის მონაცემებს იშველიებს და ამბობს, რომ კომპანიის დამფუძნებლები ფეხბურთელები ანჩაბაძე, ხურცილავა და ცინცაძე არიან და ტენდერამდე ერთი კვირით ადრე კომპანია გადააფორმეს ზაზა ლომიძეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი