ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

3 მაისი, 2014 • • 1538
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

გამოცემის თანახმად, სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა სკოლის ეზოში ჟურნალისტებს ხვდებოდა. 

 

“აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი ასევე იმ სასოფლო- სამეურნეო ტექნიკას გაუხსნეს, რომლის გამოყენებითაც მოსახლეობა იმ დროს მინდვრებში მუშაობდა. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ადგილობრივი მოსახლეობა ხუმრობდა, რომ ისინი უკვე მიეჩვივნენ სროლებს და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ,”- წერს გამოცემა. 

 

დღესვე სომხეთის შეირაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა ოფიციალურმა ბაქომ. 

 

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთის სამხედროებმა 2 მაისის ღამეს რამდენჯერმე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რის შემდეგაც აზერბაიჯანის მხრიდან საპასუხო ცეცხლი იყო გახსნილი. 

 

მსგავსი განცხადებები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ბრალდებებთან დაკავშირებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან თითქმის ყოველდღე ვრცელდება. 

 

სომხეთი, აზერბაიჯანი
სომხეთი, აზერბაიჯანი

მასალების გადაბეჭდვის წესი