ახალი ამბები

ვატიკანში გამოუშვეს Pokémon Go-ს მსგავსი თამაში, სადაც წმინდანები უნდა “დაიჭირო”

26 ოქტომბერი, 2018 • 1205
ვატიკანში გამოუშვეს Pokémon Go-ს მსგავსი თამაში, სადაც წმინდანები უნდა “დაიჭირო”

ვატიკანში გამოუშვეს თამაში, რომელშიც ცნობილი Pokémon Go-ს პრინციპზეა შექმნილი.

ამ თამაშში, Pokemon-ის იაპონური მონსტრების ნაცვლად,  უნდა მოძებნოთ და “დაიჭიროთ” წმინდანები და ბიბლიის სხვა პერსონაჟები.

ვატიკანის მიერ გამოშვებულ თამაშს ჰქვია Follow JC Go, რაც ქართულად დაახლოებით ნიშნავს — “მიჰყევი იესოს”.

აპლიკაციის შემქმნელების თქმით, მათ სურდათ, რელიგიური სწავლება ტექნოლოგიასთან შეეთავსებინათ.

თამაშის პროცესში, მაგალითად, როდესაც რომელიმე წმინდანს შეხვდებით, გიწევთ, უპასუხოთ რელიგიურ ვიქტორინას. ასე, მაგალითად: მოსემ შეიძლება გკითხოთ: “მეკუთვნის თუ არა შემდეგი ფრაზა “„ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათვის დამიტევე მე”? თუ სწორად უპასუხებთ, პერსონაჟი თქვენი გუნდის წევრი გახდება.

თამაშის შემქმნელია კათოლიკური ევანგელისტური ორგანიზაცია რამონ პეინის ფონდი.

მართალია, პაპის ინიციატივით არ შექმნილა, თუმცა, როგორც BBC წერს, იგი, სავარაუდოდ, თამაშის გულშემატკივარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი