ახალი ამბები

ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 357 ფაქტი გამოვლინდა

26 ოქტომბერი, 2018 • 942
ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 357  ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე გამოავლიდა უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 357 ფაქტი.

უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 ოქტომბრამდე ამოღებულია 290 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ.”მანოკი”, რომლითაც მოქალაქეები გადამფრენ ფრინველებს იზიდავდნენ და შემდეგ მათზე ნადირობდნენ. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან ე.წ. “მანოკი” არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი