ახალი ამბები

ოდესაში გლოვის დღეები გამოცხადდა

3 მაისი, 2014 •
ოდესაში გლოვის დღეები  გამოცხადდა

სახელმწიფო ირგანიზაციების შენობებზე უკრაინის სახელმწიფო და ოდესის დროშა შავი ლენტით არის შემკული. ქალაქში შეზღუდულია გასართობის ღონისძიებების გამართვა. 

ოდესა 2.05.2014
ოდესა 2.05.2014

“უნიანის” ცნობით, 2 მაისს ოდესაში სეპარატისტებთან შეტაკება მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სეპარატისტები ოდესის პროფკავშირების სახლში  შეიჭრნენ და დაბანაკდნენ. შენობაში ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც შეიარღებული შეტაკება მოხდა პრორუს აქტივისტებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც უკრაინის ერთიანობას უჭერენ მხარს. შეტაკების და ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები. 


საავადმყოფოს 170-მა ადამიანმა მიმართა. 25 –ის მდგომარეობა მძიმეა. არსებული მონაცემით, გარდაცვლილია 40 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი