ახალი ამბები

რუსთავის შესასვლელთან მძღოლების აქცია მიმდინარეობს

3 მაისი, 2014 • • 1230
რუსთავის შესასვლელთან მძღოლების აქცია მიმდინარეობს

მძღოლების აქცია 2 მაისს მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის ერთ-ერთმა მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა.


რუსთავის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის რუსთავი–თბილისის მაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია. მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროცესს პოლიცია აკვირდება.


რუსთავის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული არ არის:


“მოძრაობენ ინტერტრანსის სამარტშრუტო ტაქსები, გამოსულია მუნიციპალური ტრანსპორტი. ქალაქში მგზავრთა მოძრაობის პარალიზება რომ არ მომხდარიყო, დამატებით გამოვიყვანეთ ყვითელი ავტობუსები.”


მომიტინგე მძღოლები აპროტესტებენ რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ამ ხაზის განკარგვის უფლება კომპანია “ინტერტრასმა” მოიპოვა ახალი “ყვითელი მიკროავტობუსების” მეშვეობით. რუსთაველი მძღოლების თქმით, რომლებიც, ამავდროულად, ხაზების მფლობელებიც არიან, ეს ტენდერი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან მასში მონაწილეობას ხაზის ამჟამინდელი მფლობელი მძღოლები ვერ შეძლებდნენ.


პირველი მასშტაბური აქცია მათ 2014 წლის 4 აპრილს “ქართული ოცნების” ოფისთან გამართეს. მაშინ ინციდენტი მოხდა და მძღოლმა შმაგი მიქელაძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.



მასალების გადაბეჭდვის წესი