ახალი ამბები

ანონსი 3 მაისი

2 მაისი, 2014 •
ანონსი 3 მაისი

11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროფკავშირთა კულტურის საკონცერტო დარბაზში თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის ეროვნული ფესტივალი “ოლიმპიური საქართველო 2014” გაიმართება.

11:00 საათზე, “ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაში” პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ცესკოს მიერ ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატად რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილება.
მის: ვაზისუბნის ქ. #7 (ჟვანიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია) 
საკონტაქტო ტელ: 577177517

11:00 საათზე, იუსტიციის სახლში, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის “ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფის” სხდომა გაიმართება.

 

 

11:00 საათზე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გურჯაანში, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოფისში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. 

 

 

11:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი კონფერენცია-გამოფენას გახსნის, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი, სტივენ ჰეიკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი, მარინა უშვერიძე მიიღებენ.
მის: ა. წერეთლის გამზ. #118

 

11:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს. 

 

11:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “სამოქალაქო ჩართულობის” ცენტრის წევრები ლაშა გიორგაძე და თინათინ ნიბლოშვილი ბრიფინგს გამართავენ. 

თემა: ბიონარკოტიკებთან დაკავშირებული გამოკითხვა, ანტინარკოტიკული კამპანია.

12.00 საათზე, რუსთაველის თეატრში გამოფენა “შექსპირის დადგმის ისტორია რუსთაველის თეატრში” გაიხსნება.

12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. 
თემა: არჩევნები, სტრატეგია, უკანონო მიყურადება, ანტიდისკრიმინაციული კანონი.

 

12:00 საათზე, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გამწვანების საქველმოქმედო აქცია დაიწყება, რომლის ფარგლებშიც წიწვოვანი ტუიას 1200 ნერგი დაირგვება. 

12:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები საარჩევნო ბლოკის გაფართოების შესახებ განცხადებას გააკეთებენ. 
მის: ყაზბეგის გამზ. #12ა
ტელ: 597 35 22 88 ნატა წერეთელი

12:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში იურისტი, ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავენ. 
თემა: “ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვა და “ქართულ ოცნებას” შესაძლოა ახალი პარტიით დაუპირისპირდეს”, უკანონო მიყურადება, ანტიდისკრიმინაციული კანონი.

12:30 საათზე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელთს შეხვდება.(თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში).

13:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. 
მის: ნავთლუღის ქ. #6 (მეტროს სადგური “ისანი”-ს მოპირდაპირე მხარეს) 
ტელ: 592 46 06 02 ილია

 

13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსათვის” პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა საკუთარ მდგომარეობასა და შემოსავლებზე ზრუნვას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე ქვეყანაში რეალურად არსებული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას””.
მის: ბახტრიონის ქ. #11 ბ
საკონტაქტო პირები: ანა ლობჟანიძე – 593 76 78 72, სოფო მასხულია – 598 00 22 00

 

13:00 საათზე, სოფელ მერეთში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოსახლეობას შეხვდება. 
საკონტაქტო პირი მანანა მჭედლიშვილი – 577 999 773

15:00 საათზე, სოფელ ნიქოზში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. 
საკონტაქტო პირი მანანა მჭედლიშვილი – 577 999 77314:00 საათზე, ქ. ახალციხეში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ოფისში “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები სამცხე–ჯავახეთის აქტივისტებს შეხვდებიან. 
მის: ახალციხე, მანველიშვილის ქ. #19 
საკონტაქტო ტელ: 953 41 75 86 ელენე; 595 95 65 18 გოგა

 
 
 
15:30 საათზე, “თბილისი მოლში”, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნება. 
 

16:00 საათზე, “თიბისი გალერეაში” “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში გამოფენა “ევრომაიდანი – ნამდვილი ამბავი”გაიხსნება. 

 

18:00 საათზე, ფოტოკონკურს “ქოლგას” ფარგლებში გაიმართება გამოფენა “2013 წელი ფოტოებით National Geographic საქართველო”

მისამართი: ხელოვნების მუზეუმი, ლ.გუდიაშვილის ქ 1

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი