ახალი ამბები

ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც სალომეს ახლავს – ივანიშვილი

25 ოქტომბერი, 2018 • 2350
ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც სალომეს ახლავს – ივანიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის აქცენტით მოხიბლულია.

აღნიშნულ შეფასებამდე, ივანიშვილმა დასძინა, რომ ზოგიერთები სალომე ზურაბიშვილს აქცენტის გამო ქართული ენის არცოდნაში ადანაშაულებენ, რაც არასწორია. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არამხოლოდ კარგად ფლობს ქართულს, არამედ საფრანგეთში ყოფნის მიუხედავად, შვილებსაც კარგად ასწავლა ენა.

“მე ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქრთული აქცენტით, რომელიც სალომეს ახლავს და კიდევ ერთხელ გასაკიცხია ის ქართველი, ვინც ეჭვს გამოთქვამს მის ქართველობასთან დაკავშირებით”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი