ახალი ამბები

საეჭვო ამანათი რობერტ დე ნიროსაც გაუგზავნეს

25 ოქტომბერი, 2018 • 975
საეჭვო ამანათი რობერტ დე ნიროსაც გაუგზავნეს

საეჭვო ამანათი ცნობილ მსახიობ რობერტ დე ნიროსაც გაუგზავნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ამანათი, რომელშიც შესაძლოა ბომბი იყოს მოთავსებული, ნიუ იორკში, მსახიობის კუთვნილ დაწესებულებაში იპოვეს.

ამერიკული მედიის ცნობით, ამანათი ჰგავს იმ საეჭვო გზავნილებს, რომლებიც CNN-მა, ჯორჯ სოროსმა და დემოკრატებმა მიიღეს. ყველა, ვინც ზემოხსენებულ ამანათს იღებს, პრეზიდენტ ტრამპის ცნობილი კრიტიკოსია, მათ შორის დე ნიროც.

ტრამპმა მომხდარი ფაქტები დაგმო და საზოგადოებაში არსებული ბრაზი მეინსტრიმული მედიის “ცრუ რეპორტინგს” დააბრალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი