ახალი ამბები

რატომ დაჯარიმდნენ თამაზ თამაზაშვილის გამო ჯოენის კლინიკა და ექიმი

2 მაისი, 2014 •
რატომ დაჯარიმდნენ თამაზ თამაზაშვილის გამო ჯოენის კლინიკა და ექიმი

როგორც ნეტგაზეთის ზემოხსენებული სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ კეპულაძემ განუცხადა, შესაბამისმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება წინა კვირას მიიღო. კეპულაძის განმარტებით, პრემიერ–მინისტრის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს და იგი ჯოენის კლინიკას სწორედ ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მივიდა, თუმცა ექიმისაგან სამედიცინო დამხარება ვერ მიიღო, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა:

 

“აქ საუბარია სერტიფიკატზე, რომელიც არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის წარმოების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ გადაწყვეტილების შედეგად ერთი თვის მანძილზე ის ექიმი დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ვერ განახორციელბს. შეუძლია სხვისი მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელოს, თუ ამ გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია მიიღებს. ერთი თვე შესაძლოა შრომითი ხელშეკრულებაც შეუწყდეს. ამას უკვე თვითონ იმ დაწესებულების ადმინისტრაცია არეგულირებს, სადაც საქმიანობს”, – განაცხადა კეპულაძემ.

 

მისივე თქმით, თამაზაშვილს სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან ანალოგიური სანქციები სხვა არაერთ შემთხვევაში იქნა გამოყენებული.

 

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს. შეიძლება ამაზე ვიღაცებმა რაღაცები ილაპარაკონ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია”, – ამბობს კეპულაძე და დასძენს, რომ მას შემდეგ, რაც უფასო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, საკამაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პაციენტმა კუთვნილი სერვისის მიღება ვერ მოახერხა, თუმცა ყველა შემთხვევაში ექიმიც და სამედიცინო დაწესებულებაც დაისაჯა.

 

თამაზ თამაზაშვილი/ფოტო:რეპორტიორი
თამაზ თამაზაშვილი/ფოტო:რეპორტიორი

მასალების გადაბეჭდვის წესი