ახალი ამბები

FBI-მ დააკავა ლიდერი ნეონაცისტური დაჯგუფებისა, რომელიც შარლოტსვილის აქციებში ფიგურირებდა

24 ოქტომბერი, 2018 • 1158
FBI-მ დააკავა ლიდერი ნეონაცისტური დაჯგუფებისა, რომელიც შარლოტსვილის აქციებში ფიგურირებდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI-მ) დააკავა რობერტ პოლ რუნდო, ძალადობრივი ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერი. ეს დაჯგუფება შარლოტსვილში შარშან მომხდარ არეულობაში ფიგურირებდა.

ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა New York Times-ი. “ტაიმზი” სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუნდოს ბრალად ედება ძალადობის პროვოცირება და არეულობის მიზანმიმართულად მოწყობა.

მან ორი კვირის წინ გადალახა მექსიკის საზღვარი, თუმცა 22 ოქტომბერს დაიჭირეს და შტატებში დააბრუნეს.

მუნდო არის დამფუძნებელი სამხრეთ კალიფორნიული ნეონაცისტური დაჯგუფებისა Rise Above Movemenent, რომლის წევრებიც 2017 წელს კალიფორნიასა და სხვა შტატებში გამართულ საპროტესტო აქციებზე, ბრალდების თანახმად, “ძალადობრივ ქმედებებში” იყვნენ გარეულები.

ოქტომბრის დასაწყისში ამავე ჯგუფის 4 წევრს ბრალი წაუყენეს შარლოტსვილში შარშან გამართული ნეონაცისტური Unite the Right აქციებისას კონტრდემონსტრანტების თავდასხმასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი