ახალი ამბები

2-დოლარიანი ლოტოს ბილეთით აშშ-ის მოქალაქემ $1.5 მილიარდი მოიგო

24 ოქტომბერი, 2018 • 3441
2-დოლარიანი ლოტოს ბილეთით აშშ-ის მოქალაქემ $1.5 მილიარდი მოიგო

სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთმა მკვიდრმა, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის, ლოტოში “მეგა მილიონები” 2-დოლარიანი ბილეთით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი მოიგო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, დადგენილი წესით, თუ ლატარეის გამარჯვებული გადაწყვეტს, რომ თანხა ერთბაშად გამოიტანოს, მას 878 მლნ დოლარი ერგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ჯეკპოტი სრულად გადაეცემა(1.537  მილიარდი აშშ დოლარი) 29 წლის განმავლობაში.

მოგებული ბილეთის ნომრები 5, 28, 62, 65 და 70 იყო, ხოლო ბონუს ბურთის ნომერი – 5. მხოლოდ ერთმა პირმა შეძლო ყველა ნომრის გამოცნობა და ამით 2016 წლის რეკორდს მიუახლოვდა. სწორედ ამ წელს 1.586 მლრდ აშშ დოლარი 3-მა მოგებულმა ბილეთმა გაინაწილა.

“მეგა მილიონების” ბილეთები აშშ-ის 44 შტატში იყიდება და სულ რაღაც 2 დოლარი ღირს. მოგების შანსი კი დაახლოებით 302 მილიონიდან ერთია. რაც შეეხება მოგებულის ვინაობას, როგორც The Washington Post წერს, სამხრეთ კაროლინის კანონების მიხედვით, მოგებულს აქვს უფლება, თავისი ვინაობა საერთოდ არ გაამჟღავნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი