ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Gallup: სომხეთში გამოკითხულთა 80% ყირიმის რუსეთთან მიერთებას მხარს უჭერს

1 მაისი, 2014 • • 1092
Gallup: სომხეთში გამოკითხულთა 80% ყირიმის რუსეთთან მიერთებას მხარს უჭერს

აღნიშნული კვლევის შედეგებს სომხური მედიასაშუალებები ავრცელებენ, მათ შორის გამოცემა arka.am. 


კვლევა 8-18 აპრილს პირადი გამოკითხვების ფორმატით, მთელი სომხეთის მასშტაბითა და ერევნის ადმინისტრაციულ რაიონებში ჩატარდა. მასში მონაწილება 1067 -მა, სხვადასხვა ასაკის ქალმა და მამაკაცმა მიიღო.  

 

ნავასარდიანის განმარტებით, კითხვაზე, რას “ფიქრობთ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე”, “აბსოლუტურად დადებითად” გამოკითხულთა 30%-მა უპასუხა, “უფრო პოზიტიურად” – 47%-მა, “უფრო ნეგატიურად” – 8%-მა და “აბსოლუტურად უარყოფითად – 4%-მა. 

მისივე თქმით, რესპონდენტთა 76%-მა რუსეთის პოზიცია და ქმედებები ყირიმის მიმართ დადებითად შეაფასეს. ამასთან, 73%-მა განაცხადა, რომ სომხეთმა ყირიმი რუსეთის ტერიტორიად უნდა აღიაროს. 

ნავასარდიანის თქმით, მსგავსი პრობლემა სომხეთშიც არსებობს – ყარაბაღის კონფლიქტი.


არამ ნავასარდიანი; ფოტო: arka.am
არამ ნავასარდიანი; ფოტო: arka.am

 

მასალების გადაბეჭდვის წესი