ახალი ამბები

შრომის ტექნიკური ისნპექცია – რაც დასაქმებულს სჭირდება [ფოტო/ვიდეო]

1 მაისი, 2014 • • 1410
შრომის ტექნიკური ისნპექცია – რაც დასაქმებულს სჭირდება [ფოტო/ვიდეო]

თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ამბობს, რომ შრომის ბაზართან დაკავშირებული უამრავი პრობლემა არის მოსაგვარებელი, თუმცა უმთავრესი არის შრომის ტექნიკური ინსპექციის შექმნა, რომელიც სამუშაო ადგილებზე მდგომარეობას გააკონტროლებს.

 

დოლაბერიძე ამბობს, რომ სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა რაოდენობა საქართველოში 2013 წელსაც მაღალია.

თამაზ დოლაბერიძე  1 მაისის დემონსტრაციაზე - 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი
თამაზ დოლაბერიძე 1 მაისის დემონსტრაციაზე – 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი

ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გვერდით მოსაგვრებელია სამუშაოზე აყვანის, მოკლევადიანი კონტრაქტების, ზეგანაკვეთური შრომისა და ღამის საათებში მუშაობის ანაზღაურების საკითხების მოგვარება.  

 

“ეს არის ჩვენი მუშაობის დღის წესრიგი და შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სოლიდარულები ვიქნებით”- გვითხრა თამაზ დოლაბერიძემ პარლამენტის შენობის წინ გამართულ დემონსტრაციაზე, რომელსაც ათასამდე ადამიანი შეუერთდა.

 

რეზი კარანაძე, “ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე ამბობს, რომ შრომის ტექნიკური ინსპექციის გარდა, ახალგაზრდების მოთხოვნა არის საქართველოში უმუშევრობის გადაწყვეტა. იგი ამბობს, რომ 1 მაისი, შრომის საერთაშორისო დღე არის ადამიანის უფლება და დაუსაქმებლებსაც ეხებათ.  

 

კარანაძე ამბობს, რომ სტუდენტების მოთხოვნაა, 1 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდეს და ამით მოხდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულების აღიარება.

 

1 მაისის დემონსტრაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი
1 მაისის დემონსტრაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან – 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი

“მივმართავთ, გადაიდგას ნაბიჯები სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და სახელმწიფოს ჩარევის გზით შეიქმნას იმგვარი სოციალური კეთილდღეობის მქონე სახელმწიფოს მოდელი, როგორიც ევროპაშია აპრობირებული”,- გვითხრა კარანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტების მიერ გამართულ დემონსტრაციაზე.

 

1 მაისის დემონსტრაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 2 საათზე დაიწყო, რომელშიც ძირითადად სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 

ახალგაზრდა მწვანეები, ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები, გაერთიანებული პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთა უნივერსიტეტიდან ვარდების რევოლუციის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც შეურთდნენ გაერთიანებული პროფკავშირების დემონსტრაციას. ხოლო იქიდან გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია გამართეს.

 

გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი მიმართავს 1 მაისის დემონსტრაციის მონაწილეებს - 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი
გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი მიმართავს 1 მაისის დემონსტრაციის მონაწილეებს – 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი

ირაკლი პეტრიაშვილი, გაერთაინებული პროფკავშირების პრეზიდენტი, იმედოვნებს, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა ახალი შემადგენლობითა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს სამუშაო გარემოს.

 

“აქციები რომ არ იყოს ხშირად და ამას სჭირდება დილოგი, დასაქმებულების ჩართულობა საწარმოებისა და საკანომდებლო მუშაობაში,” – ამბობს პეტრიაშვილი.

1 მაისის მსვლელობა რუსთაველის გამზირზე - 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი
1 მაისის მსვლელობა რუსთაველის გამზირზე – 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი

სამმხრივი კომისიის მიზანია, რომ შექმნას ქვეყანაში ისეთი პოლიტიკა, რომელიც დაიცავს როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლების უფლებებს, – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

 

მისი თქმით, გაერთიანებულმა პროფკავშირებმა კავშირგაბმულობისა და რკინიგზის პროფკავშირების ხელთ არსებული დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია გადასცა კომისიას, რომელმაც დაავალა სამუშაო ჯგუფებს, რომ შემთხვევები შეისწავლონ და სათანადო რეაგირება მოახდინონ.

 

თამაზ დოლაბერიძემ, რომელიც 2014 წლის თებერვალ-მარტში კაზრეთში გამართული RMG-ის საწარმოს თანამშრომლების გაფიცვისას მათ უფლებებს იცავდა, გვითხრა, რომ ჯერჯერობით გარდამავალი პერიოდია და გაფიცვები, აქციები, გადაინაცვლებს დიალოგის მაგიდასთან.

1 მაისის დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე  - 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი
1 მაისის დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე – 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი

პრემიერის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივა, რომ შეიქმნება სტრატეგია შრომის ბაზრის ფორმირების გარემოს შესასწავლად, დოლაბერიძეს მოსწონს. იგი იმედოვნებს, რომ ეს სტრაგეტია შეისწავლის უმუშევართა რაოდენობას, დაარეგულირებს სამსახურის მოძიების პროცედურებს და უმუშევრად დაფიქსირების კრიტერიუმებს.

 

პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს შორის იყო ცირა მენთეშაშვილი, კაზრეთელი მუშების პროფკავშირების ხელმძღვანელი.

 

1 მაისი - 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი
1 მაისი – 2014 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი

მან მიმართა პარლამენტის წინ შეკრებულ აქციის მონაწილეებს, რომ ნებისმიერ საქმეში აუცილებელია შეთანხმების მიღწევა, მხოლოდ ეს არ უნდა მოხდეს დასაქმებულების ჩართულობის გარეშე:

 

“ნელ-ნელა იწყებს საზოგადოება იმის გაცნობიერებას, რაოდენ მნიშვნელოვანა საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერება. როცა საკუთარ მნიშვნელობას იაზრებ და შენს გასაკეთებლ საქმეს სხვას არ ავალებ, მაშინ ყოველთვის ყველაფერი გამოდის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი