როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, მათი ორი მოთხოვნიდან არც ერთი დაკმაყოფილდა. ისინი კანონპროექტის საერთოდ არმიღებას, ან მის შეჩერებას მოითხოვდნენ. მღვდლები განმარტავენ, რომ საპროტესტო ტალღა გაგრძელდება.
“თუ ევროპას ჩვენ ჩვენი სულით, ჩვენი სიწმინდით, ჩვენი კაცობით, ჩვენი ადამიანობით, ჩვენი ქართული სული თუ არ სჭირდება, ის ფასეულობა, რაც ქართულ სულშია, ქართულ მენტალიტეტშია, ასეთი ევროპა ჩვენ არ გვჭირდება,” – განაცხადა დეკანოზმა ელიოზ ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო 17 მაისს დიდ საპროტესტო აქციას მიიღებს:
“ჩვიდმეტში, ალბათ, ძალიან დიდი პროტესტი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანონი დარჩება და დარჩება ასე.”
როგორც ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასულიერო პირებს დაწვრილებით განუმარტეს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ძირითადი პოსტულატები:
“მეორე მოსმენით განხილვისთვის გარკვეული ცვლილებები მზადდება პროექტში, კერძოდ, მესამე მუხლის ჩამონათვალში, სადაც იყო კონკრეტული სფეროები, სკოლა, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამოღებულია. ასევე მზადდება ცვლილება იმ ნორმის, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ეს არის მეორე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელიც შეიძლება მთლიანად იქნას ამოღებული.”
