ახალი ამბები

ივანიშვილი სუბელიანზე: გარდაცვლილთა ძალებზე და ჯადოზე საუბრობს, მე მგონი, გაჭირვებულია

24 ოქტომბერი, 2018 • 2147
ივანიშვილი სუბელიანზე: გარდაცვლილთა ძალებზე და ჯადოზე საუბრობს, მე მგონი, გაჭირვებულია

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ბრალდებული მირზა სუბელიანი “გაჭირვებულ” მდგომარეობაშია.

ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სუბელიანი ჩანაწერებში საუბრობს ჯადოსა და გარდაცვლილთა სულების შესახებ.

“სუბელიანმა ისეთი ტერმინოლოგიები იხმარა, თუ მიაქციეთ ყურადღება? ის უკვე გარდაცვლილების ძალებზე საუბრობს, ჯადოზე საუბრობს… მე პირადად ძალიან გამიჭირდება ანალიზი გავაკეთო. მე მგონია, რომ ეს პიროვნება დღეს გაჭირვებულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი