ახალი ამბები

ჯეიმს აპატურაი: უმცირესობების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი ვალდებულება

1 მაისი, 2014 • • 830
ჯეიმს აპატურაი: უმცირესობების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი ვალდებულება

“ნატოს პოზიცია გენერალურმა მდივანმა უკვე დააფიქსირა და გავიმეორებ, ორ მიმართულებას აქვს მნიშვნელობა – საქართველო იღებს ისეთ კანონებს, რომელიც პატივს სცემს საქართველოს საზოგადოების მოთხოვნებს და ასევე, საქართველოს იურიდიულ ჩარჩოებს. ჩვენ არ გვინდა ჩავერიოთ ნატოს ქვეყნებში, არ ვერევით ასეთ საკითხებში, მაგრამ აბსოლუტურად რელევანტურია, რომ უმცირესობების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი ვალდებულება ნატოს მოკავშირე ქვეყნებისთვის. მიუხედავად იმისა, როგორი უმცირესობა იქნება ეს, ნაკლებად პოპულარული თუ მეტად პოპულარული, ეს ის ღირებულებაა, რომელსაც მეტად მაღალ დონეზე ვაყენებთ და ზოგადად ნატოს და მოკავშირეებს სურთ დაინახონ, რომ უმცირესობების დასაცავად გაადგმულია ნაბიჯები იმ ქვეყნებში, რომლებიც მისი წევრობისკენ მიისწრაფვიან,”- განაცხადა აპატურაიმ.


დღეს, 1 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვია. 

ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი

მასალების გადაბეჭდვის წესი