ახალი ამბები

მთავრობა სექტემბრისთვის შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგიის შექმნას გეგმავს

1 მაისი, 2014 • • 1161
მთავრობა სექტემბრისთვის შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგიის შექმნას გეგმავს

პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ შექმნა შრომის ახალი კოდექსი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ამასთან, დღეს ახალი შემადგენლობით პირველად გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრა, რაც სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისჯენ გადადგმული ნაბიჯია.

 

“ინვესტორი ინტერესდება არა მხოლოდ მოქნილი შრომითი ბაზრითა და იაფი მუშახელით, არამედ დასაქმებულის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოთი. ხოლო იმისათვის, რომ სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, დასაქმებული იყოს მოტივირებული. ამისათვის მას ღირსეული პირობები სჭირდება”,- განაცხადა პრემიერმა დღეს, სოციალური პარტნიორობის სამმხირვი კომისიის შეხვედრაზე.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შრომის კანონმდებლობის გარდა საჭიროა დამატებითი მექანიზმები, რომლებმაც მშრომელის უფლებები უნდა დაიცვას.

 

დღეს ახალი შემადგენლობით პირველად გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრა, რომელსაც პრემიერიმინისტრი ხელმძღვანელობს
დღეს ახალი შემადგენლობით პირველად გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრა, რომელსაც პრემიერიმინისტრი ხელმძღვანელობს

მთავრობა აცხადებს, რომ შრომის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა  პარტნიორებთან ერთად სპეციალური საზედამხედველო სამსახურის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველსაყოფად იმუშავებს.

 

მთავრობა პირობას დებს, რომ მალე სრულფასოვნად ამოქმედდება შრომითი დავების მედიაციის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვნად დახვეწს შრომითი დავების დარეგულირების საკითხს.

 

სექტემბრისთვის მზად იქნება შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მოხდება შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნის თანახმად სამუშაოს მაძიებლების შესაბამისი გადამზადება და  გამარტივდება მათი დაკავშირება დამსაქმებელთან.

“ყველა რეფორმა ხორციელდება დასაქმებულებისა და დამსაქმებლების უშუალო მონაწილეობით. დამთავრდა ის დრო, როდესაც სახელმწიფოში მხარეების ინტერესების იგნორირებით,  ერთპიროვნულად მიიღებოდა გადაწყვეტილებები:,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

სტუდენტების აქცია–მსვლელობა 1 მაისს, 2013 წელი, თბილისი
სტუდენტების აქცია–მსვლელობა 1 მაისს, 2013 წელი, თბილისი

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა, რომლესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემონტრაციებითა და მარშებით აღინიშნება. საქართველოში დღეს რამდნეიმე აქციაა დაგეგმილი, რომელსაც სტუდენტები, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები გამართავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი