ახალი ამბები

ანონსი – 1 მაისი

1 მაისი, 2014 • • 1315
ანონსი – 1 მაისი
09.00 – საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
11:00 –  შინაგან საქმეთა სამინისტროში, “ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ” კანონის ავტორი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე პრესკონფერენციას გამართავს.

11:00 – გულიკო ზუმბაძე, თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ისან–სამგორის რაიონული განყოფილების სათავო ოფისისა და ორხევის მე–3–ე ნაწილის მუშაობას გაეცნობა. მის: ბოჭორმის ქ. #11

11:00 – სახალხო დამცველი რიგით მე-7 რეგიონულ ოფისს გახსნის.
მის: თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. #36

11:00 – “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონი. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:15 –  ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, “რეპორტიორის” პრესკლუბში, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, ადამიანის უფლებები, პროცესის გავლენა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მომზადებაზე. მის: იოსებიძის ქ. #57, I სართ. საკონტაქტო პირი სოფიო აზარიაშვილი – 551 081803

 
11:30 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში კონსტანტინე გამსახურდია ბრიფინგს გამართავს.
თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, მერობის კანდიდატები, რუსეთ-უკრაინის საკითხი, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. 

11:30 –  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ გადამზიდავი კომპანიები DHL და FEDEX საპროტესტო აქციას გამართავენ.

11:30 –  “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტი ნინო ბოლქვაძე, “ადამიანთა უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის” (EMC) წარმომადგენელი თამთა მიქელაძე და საიას წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონი. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:30 –  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს-იოახიმ ფუხტელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ “სპექტრს” ეწვევა. მის: ჭიჭინაძის ქ. #10 (აფრიკის დასახლება)

12:00 –  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 25 აპრილს ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მის: ჯანსუღ კახიძის ქ. #15

12:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში დეკანოზი ელიზბარ დეკანოიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: საპროტესტრო აქცია რუსთაველის გამზირზე – ანტიდისკრიმინაციული კანონი. 

12:00 – საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართება.

12:30 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში უფლებადამცველი კოტე ინაშვილი და პატიმარ გიორგი ჯელაძის დედა ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა და ზეწოლა პატიმარ გიორგი ჯელაძეზე. 


13:00  – საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.

13:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი საგანგებო სკანდალურ ბრიფინგს გამართავს.
 
13:30 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე, გიორგი ბურჯანაძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კომისიის თავმჯდომარე მზია ფაილოძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა: თბილისის ბაგა-ბაღებში ვიდეო კამერების დამონტაჟება უნდა აიკრძალოს. 

13:30  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი სამუშაო შეხვედრას გამართავს.
თემა: ჯანმრთელობა 2020 და არაგადამდები დაავადებები.
მის: ასათიანის ქ. #9 საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი – 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 6431


14:00 – შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება. 
 
14:00 –  სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს მე-16 კონფერენცია გაიმართება.

15:00 –  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, იოსებ ბაღათურია ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის მონაცემებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადასცემს.

15:00-  საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, ვარდების მოედნიდან საპირველმაისო მანიფესტაციის მსვლელობა და პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება. 

 

16:00 –  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის მთავრობის კანცელარიაში მე-8 სართულზე შეხვდება, რის შემდეგაც ბრიფინგი გაიმართება.

18:00 –  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურის ცენტრ “მუზაში” ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსი გაიხსნება.

20:00 –  სასტუმროში Rooms Hotel თბილისი გაიმართება ფოტოკონკურსის “ქოლგა 2014” გახსნისა და კონკურსის “დაუვიწყარი წამი” დაჯილდოების ცერემონია.  მის: კოსტავას ქ. #14

მასალების გადაბეჭდვის წესი