ახალი ამბები

პრეზიდენტი: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით ბევრად უკეთესი საზოგადოება ვხდებით

30 აპრილი, 2014 • • 1165
პრეზიდენტი: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით ბევრად უკეთესი საზოგადოება ვხდებით

“რადიკალურ ჯგუფებს ყოველთვის გააჩნიათ რადიკალური შეხედულებები. აქ მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების შეხედულებები. ეს კანონი ბევრი მიზეზიდან გამომდინარეა საჭირო. ერთ-ერთი მიზეზი ასოცირების ხელშეკრულებაა, მაგრამ ეს არის უფრო პოლიტიკური და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხი. მინდა მოგახსენოთ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, როგორც ქრისტიანმა, როგორც ქართველმა, როგორც იმ ადამიანმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ იქნება საზოგადოება ორგანიზებული, რომ ადამიანის რაიმე ნიშნის გამოყოფის და დაჩგვრის აღკვეთაა სწორედ ქრისტიანული ღირებულებების განხორციელება. მე იმ რელიგიას ვეკუთვნი, რომელშიც არის ნათქვამი, “ვინც არის უცოდველი, მან პირველმა ესროლოს ქვა.” ეს ის რელიგია, რომლის მთავარი აქცენტი მოყვასის სიყვარულია, არამედ მტრის შეყვარებაზე. 

 

ნებისმიერი ჩაგვრა, ნებისმიერი ჩაგვრის ლეგიტიმაცია მიუღებელია. ეს ქვეყანა სწორედ ამ სავიზიტო ბარათით მოვიდა, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებული არ იჩაგრება. ალბათ მეტად იყო საჭირო საზოგადოების ინფორმირებულობა. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ცნებათა აღრევა ხდება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ არ შეიძლება დაჩაგრო სხვა ადამიანი. აქ არ არის ლაპარაკი მორალური ღირებულებების გადასინჯვაზე, რელიგიური შეხედეულებების გადასინჯვაზე,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  

 

 

 

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი