ახალი ამბები

ღარიბაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: ჩვენ მას აუცილებლად მივიღებთ

30 აპრილი, 2014 • • 1152
ღარიბაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: ჩვენ მას აუცილებლად მივიღებთ

მისი თქმით, კანონპროექტის გარშემო საზოგადოებაში შექმნილი ვნებათაღელვა ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება.


“მე ვატყობ, რომ ადამიანებს გაკრკვეულ ჯგუფს არ აქვს ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ანტიდისკრიმინაციული კანონი. აქ საუბარია მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების გამოხატვაზე. ეს კანონი არ გულისხმობს პროპაგანდას, რაიმე განსაკუთრებული უფლებების და პრივილეგიების მინიჭებას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის. ეს ერთი, და მეორე, აღნიშნული კანონპროექტი არეგულირებს, სხვათა უფლებებსაც, როგორებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. იმ უფლებებზეა საუბარი, რაზეც საუაბარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში, შესაბამისად,  ჩემთვის პირადად გაუგებარია და ამოუხსნელი ამხელა აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ კანონს. და მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას განვუმარტო, ჩვენ, ჩვენი მთავრობა და პირადად მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ჩვენ არასოდეს არ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას, ტრადიციებს ან ფასეულობებს.


რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, ჩვენი პატრიარქი არის ბრძენი ადამიანი და მან კარგად იცის რასაც აკეთებს, მაგრამ ჩვენ, ამავდროულად, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ საით მივდივართ ჩვენ, ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გავხადოთ თანამედროვე, ცივილიზებული, ძლიერი და მოდერნისტული სახელმწიფო. თუ ჩვენ ვთახმდებით ამაზე, რომ გვინდა მივიღოთ ასეთი სახელმწიფო, მაშინ ჩვენ ამაზე უნდა შევთანხმდეთ და აღარ უნდა იყოს ამდენი საუბარი. ამას გარდა, კიდევ ერთი მონაპოვარი, რაც ჩვენ გვექნება უახლოესი ორი წლის განმავლობაში და რაც არის მთავარი მოთხოვნა, რომ მივიღოთ აღნიშნული კანონპროექტი, ეს არის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. შეგახსენებთ, მოლდოვამ რამდენიმე დღის წინ მიაღწია და აამოქმედა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იგივე. იმას, რასაც ვუყურებდი ამ დღეების განმავლობაში, ჩემთვის მიუღებელია,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი