პროფკავშირების ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესში 55 წლის ტვირთამწის მძღოლი დაიღუპა. მათივე ცნობით, ამ მონაკვეთზე, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.
უწყების ინფორმაციით, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რა დროსაც მძღოლი დაიღუპა. შსს-ში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის დაწყებული.