ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სელექციური აბორტებისთვის სასჯელი მკაცრდება

30 აპრილი, 2014 • • 1250
აზერბაიჯანში სელექციური აბორტებისთვის სასჯელი მკაცრდება

ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. 


საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, აზერბაიჯანში პასუხისგებაში მიეცემიან პირები, რომლებიც მომავალი შვილის სქესის დადგენის შემდეგ აბორტს მიმართავენ.


მილი მეჯლისის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ხადი რაჯაბლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სელექციური აბორტები ისედაც იკრძალება, თუმცა ამჯერად საუბარია კანონის გამკაცრებაზე. 


მისი თქმით, საჭიროა მკაცრი ზომების მიღება რათა მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს. 

 

დეპუტატ მალახატ ჰასანოვას თქმით, სელექციური აბორტების თემა ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში აქტუალურია. მისი განმარტებით, სტატისტიკის შესაბამისად, 7 წლამდე ასაკში გოგონების და ბიჭების რიცხვი მკვეთრად განსხვავებულია. 

 

როგორც პარლამენტარები აცხადებენ, პრობლემის მოგვარების კუთხით, ასევე, საჭიროა საგანმანათლებლო სამუშაოები. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი