საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
“მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში13:00 სთ-ზე გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.

