ახალი ამბები

სეიშელის კუნძულების რესპუბლიკა საქრთველოსთან უვიზო მიმოსვლას ითხოვს [ფოტო]

30 აპრილი, 2014 • • 4206
სეიშელის კუნძულების რესპუბლიკა საქრთველოსთან უვიზო მიმოსვლას ითხოვს [ფოტო]

 

“საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა (რეზიდენციით ეთიოპიაში) სეიშელის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯეიმს მიშელს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცერემონიის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა და ელჩმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების სტადიაში მყოფი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებები, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის ინტენსიფიკაცია, თანამშრომლობა კულტურის სფეროში და სეიშელელი სტუდენტებისთვის საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობა. ბატონმა მიშელმა გამოხატა სურვილი საქართველოს და სეიშელის მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლაზე ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. სეიშელის პრეზიდენტმა გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში მისი ვიზიტიც გაიხსენა”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

სეიშელის რესპუბლიკა კუნძულოვანი სახელმწიფოა ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით. ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-მდე კუნძული, თუმცა მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. სეიშელში სულ 93 200 ადამიანი ცხოვრობს. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმი და სოფლის მეურნეობაა:

სეიშელი
სეიშელი

სეიშელი
სეიშელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი