ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უკრაინის შემდეგ პუტინი მთიანი ყარაბაღისთვის მოიცლის”

30 აპრილი, 2014 • • 1227
“უკრაინის შემდეგ პუტინი მთიანი ყარაბაღისთვის მოიცლის”

“ვფიქრობ, უკრაინის შემდეგ მისი ამოცანა იქნება მთიანი ყარაბაღის აღიარება, რისთვისაც აშშ-ში, კანადასა და საფრანგეთში სომხური დიასპორის მხარდაჭერას მიიღებს, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ეს მისთვის მნიშვნელოვანია. და კიდევ – ლატვიაში პრორუსული ძალების მოყვანა, ვინადაინ ბალტიისპირეთზეც უნდა მას ფეხის დადგმა. ესტონეთსა და ლიტვაში ამას ვერ გააკეთებს, ლატვიაში კი შეუძლია,”- განაცხადა ბელკოვსკიმ. 

 

26-27 აპრილს რუს ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც შედიან მოდესტ კოლეროვი და სტანისლავ ტარასოვი, მთიან ყარაბღში, კერძოდ, ყარაბაღი-ირანის საზღვრის ზონაში ჩავიდა. 

 

სტეპანაკერტში მათ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ბაკო სააკიანი და მთიანი ყარაბაღის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი, ფარგევი შეხვდნენ.


სტანილსავ ბალკონსკი; პოლიტოლოგი
სტანილსავ ბალკონსკი; პოლიტოლოგი

მასალების გადაბეჭდვის წესი