ახალი ამბები

ტრანსგენდერთა თქმით, ხელკეტებით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

30 აპრილი, 2014 •
ტრანსგენდერთა თქმით, ხელკეტებით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

პირები, რომლებიც თავს დაზარალებულებად მიიჩნევენ, ამტკიცებენ, რომ ამავე ტერიტორიაზე მათ ოთხი შეიარაღებული პირი თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. 

 

“რამდენიმე ვიდექით აქ ღამით. ოთხი სპორტული აღნაგობის მამაკაცი მოვიდა ხელკეტებით და თავს დაგვესხა. ოპერაცია მქონდა ახალი გაკეთებული, ცემის შედეგად ჭრილობა გამეხსნა და ნაწლავები გარეთ გადმომეყარა,”- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

 

აქციის მონაწილეთა განმარტებით, ცემის ფაქტის შემდეგ დაზარალებულმა პოლიცია გამოიძახა.

 

“საკმაოდ გვიან მოვიდა პოლიცია. მათ გამოიძახეს სასწრაფო, რომელიც ერთი საათის შემდეგ მოვიდა. სასწრაფომ ქირურგიის ინსტიტუტში გადაგვიყვანა. მიუხედავად ამისა, პოლიცია უმოქმედო იყო, იდგნენ და ღლიცინებდნენ ჩვენზე,”- ჰყვება დაზარალებული. 

 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. შსს აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა თვითდაზიანების ფაქტს. კითხვაზე, საიდან დაადგინეს სამართალდამცავებმა თვითდაზიანების ფაქტის შესახებ, შსს-ში არ პასუხობენ. 

 

29 აპრილს მომხდარ ფაქტს სწავლობს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”. 


ფოტო გადაღებულია 2013 წელს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეს. ფოტოს ავტორი: თინა აგნუს
ფოტო გადაღებულია 2013 წელს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეს. ფოტოს ავტორი: თინა აგნუს

 


მასალების გადაბეჭდვის წესი