მისი განმარტებით, გუშინ, 29 აპრილს კანონის საკომიტეტო განხილვა გვიან, 22:00 საათზე დასრულდა, შესაბამისად, იმ ცვლილებების ასახვა დოკუმენტში, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მისი თქმით, ვერ ესწრება.
“გარკვეულ შენიშვნებს ითვალისწინებს კანონმდებელი, მაგალითად, მესამე მუხლიდან ის ჩამონათვალი იქნება ამოღებული, რაზეც იყო შენიშვნები, მათ შორის ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან. არის არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებიც, რომელთა დიდი ნაწილი იქნება ასახული კანონპროექტში. რამდენიმე საათში დოკუმენტი მზად იქნება და დღესვე ჩაბარდება შესაბამის დეპარტამენტს და ვისჯელებთ, როდის ჩაისმება დღის წესრიგში მისი განხილვა,”- განაცხადა ბესელიამ.






