ლომისის მამათა მონასტერი. ფოტო: Dzeglebi.ge

ახალგორის მუნიციპალიტეტში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულნი.

სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება.

“ვიყენებთ ყველა მექანიზმს მათი უმოკლეს ვადაში გათავისუფლებისთვის”, – აცხადებს უწყება.

პირველი არხი იუწყება, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი მონასტრის ბერ-მონაზონი, მეორე კი მრევლის წევრია.

გარეკნის ფოტო: Dzeglebi.ge