ახალი ამბები

“ქართუ”: “რუსთავი 2” ფონდის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა

30 აპრილი, 2014 • • 982
“ქართუ”: “რუსთავი 2” ფონდის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა

ჩხეტიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა “რუსთავის 2-ის” საინფორმაციო გამოჩვება “კურიერში” 26 აპრილს გასულ სიუჟეტზე, რომელშიც, მისი თქმით, ტელეკომპანია “ჩვეული ცინიზმით” შეეცადა მაყურებელი შეეყვანა შეცდომაში.

 

“მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობში რეაგირებას არ ვახენდით ასეთი ტიპის უსაფუძვლო ბრალდებებზე, გავითვალისწინეთ ის, რომ აღნიშნულმა კამპანიამ ძალზე დიდი მასშტაბები მიიღო, აშკარად არის მცდელობა საზოგაოდების შეცდომაში შეყვანისა, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ახსნა-განმარტებითი შეხვედრა გაგვემართა”,- თქვა ჩხეტიანმა. 

 

ნიკა ჩხეტიანი ამბობს, რომ სიუჟეტში იყო მსჯელობა, რომ ფონდმა მის მიერ დაწყებული აგროპროექტის სახელმწიფოსთვის გადაბარებით სახელმწიფოს დამატებითი თავის ტკივილი გაუჩინა. ჩხეტიანმა განმარტა, რომ ივანიშვილმა 318 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შექმნა აგროსამრეწველო ცენტრი, რომელიც მიზნად ქართველი ფერმერების დახმარებას ისახავდა, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ატარებდა მცდარ პოლიტიკას.

 

იგი ამბობს, რომ ფონდმა საკუთარი ხარჯებით შექმნილი და გამართული საწარმოო-კვლევითი ცენტრი, სანერგე მეურნეობები სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. იგი რენტაბელურია და არ საჭიროებს რაიმე სახის დოტაციებს. 

 

აგროპოროექტის გარდა დღევანდელ პრესკონფენრეციაზე საუბარი შეეხო ამავე სიუჟეტში ნახსენებ ბათუმში რაგბის სტადიონის მიმდინარე შმენებლობასაც. ჩხეტიანმა განმარტა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სიუჟეტში ნახსენები ინფორმაცია, თითქოს “საზოგადოება ატუს’, რომელიც სტადიონს აშენებს ბათუმის მერიასთან ერთად, დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილია.  

 

“ქართუმ” განმარტა, რომ აღნიშნული პროექტების გარდა, რომელსაც ფონდი ახორციელებს, სახელმწიფოს მხარდაჭერას ისახავს მიზნად და კვლავ გრძელდება საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსება. 

 

მან განმარტა, რომ ფონდმა საჩხერის მოსახლეობის დაზღვევა შეაჩერა, რადგან ამუშავდა სახელწმიფოს სადაზღვევო პროექტი და ფონდის დაფინანსება საჭირო აღარ იყო.

 

“მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ შეიმუშავა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ფონდის დაღზვევის შესაბამისი პროგრამა ზედმეტი აღმოჩნდა. არ გვინდოდა, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები ყოფილიყვნენ არათანაბარ პირობებში ჩაყენებული”, – განაცხადა ჩხეტიანმა. 

 

“ნეტგაზეთმა” ვერ მოახერხა “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროს გიორგი ლაფერაშვილთან დაკავშირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი